საზოგადოება
საქინფორმი მადლობას უხდის რუსებს და ოსებს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი" მადლობას უხდის ოსურ და რუსულ მხარეებს კეთილი ნების ჟესტისთვის - საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, ყველას, ვინც გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორისა და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე გახელაძეების ოჯახის თხოვნას.

განსაკუთრებული მადლობა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს, ანატოლი ბიბილოვს, რომელმაც გახელაძე შეიწყალა, და ყველას, ვინც ცხინვალის ციხეში გახელაძეს ღირსეულად ექცოედა კურნალობდა.

საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ ქართული ოპოზიცი და ტელეკომპანიები, რომლებსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს და აფინანსებს, დღეს მოითხოვენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაყენებას და პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც, ვითომდა, მოძალადეების რადიკალურ ჯგუფებს აქეზებდნენ ლგბტთემისა და ტელეჟურნალისტებიწინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებისკენ.