პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: განაგრძეთ ყველა ცოდვაში რუსეთის დადანაშაულება, ეს მის ინტერესებშია!

     2011 წლიდან რუსეთი დემონსტრაციულად დისტანცირდა იმისგან, რაც საქართველოში ხდება. საუბარი არა მხოლოდ ჩარევაზეა, არამედ თუნდაც მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ანალიტიკურ შეფასებაზე წამყვან რუსულ მედიაში. დიახ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის, როგორც ამჟამინდელის, ისე ყოფილის, მოსკოვში ვიზიტები დუნედ შუქდებოდა, რუსულ მედიაში შემდგომი პიარით, მაგრამ ეს პრაქტიკაც წარსულს ჩაჰბარდა - მათი უმეტესობა სააკაშვილის ფარისეველი თანამებრძოლი, ან უბრალოდ, ვაჭრუკანა აღმოჩნდა, რაც უსიამოვნო სიურპრიზი იყო მხოლოდ მოსკოვისთვის - ამის შესახებ თბილისმა დიდი ხნის წინ იცოდა. სამომავლოდ ასეთი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, კრემლმა რეკომენდაცია მისცა სახელმწიფო მედიას, შემოფარგლულიყო მხოლოდ მიუკერძოებელი ინფორმაცით ოდნავ „მემარცხენე“ სარედაქციო პოლიტიკით, რათა კიდევ უფრო არ გაძლიერებულიყო პრორუსულ პროპაგანდაში პრიმიტიულად შეთითხნილი ბრალდებების ისედაც უხვი ნაკადი.

   ასეთი ტაქტიკა აღმოჩნდა ერთადერთი სწორი და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, შედეგიანი - რუსეთის იმიჯმა ქართველების თვალში მხოლოდ მოიგო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შეწყვიტა ქართული წარმომავლობის ახალი "მესიების" „ქასთინგი“ და მათმისამართით ხელოვნური პანეგირიკები სოლიდურ რუსულ მედიაში, რომლებიც ქართველებს ყურჭრიდა თავისი სიყალბი.

   არანაკლებ პოზიტიური როლი ითამაშა საქართველოს ხელისუფლებისდა ოპოზიციის ტრადიციულმა ურთიერთბრალდებებმა "პრორუსულობაში" და "საქართველოში ოკუპანტის ინტერესების განხორციელებაში". დიახ, ახალი ხელისუფლების პირველ წლებში ეს ტაქტიკა იყო გამართლებული პიარ–სვლა მმართველი პარტიისათვის, ამიტომ მოსკოვი ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდა. ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ, რომ ხელისუფლებაში მოვიდა რუსი ოლიგარქი, „გაზპრომის“ წილების მფლობელი მილიარდერი ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი პარტია "ქართული ოცნება", რომელიც, თურმე, რუსული ოცნებაა, ურიგო არ იქნებოდა შეგვეხსენებინა "ნაცმოძრაობისა" და ამავე დროს - ქართველი ხალხისთვის, სააკაშვილის პირველი ვიზიტი პუტინთან საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის რანგში; სააკაშვილის მთავარი მფარველის - მისი ღვიძლი ბიძის, კგბ-ს პოლკოვნიკი თემურ ალასანიას შესახებ; სააკაშვილის მიერ ხელისუფლებაში მოსკოვიდან მოწვეული რუსეთის ცნობილი მოქალაქეების შესახებ, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრად - გრიგოლ ვაშაძის, ეკონომიკის მინისტრად - კახა ბენდუქიძის; და, რაღა თქმა უნდა, რუსული ბიზნესის - ინვესტორების შესახებ, რომლებიც ფართოდ დამკვიდრდნენ საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის, მის სტრატეგიულ დარგებში სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც, რუსეთის ხელმძღვანელობა, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავაც "მიხეილ ნიკოლაევიჩს" უწოდებს!

   მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში "ჟანრის კრიზისის" გამო, რუსეთუმეობაში ურთიერთდაბრალების ეპიზოდი 10 წელგაჭიანურდა და მოულოდნელად გამოიღო უკუშედეგი - დაიწყო ანტიდასავლური განწყობების გაღვივებდა რუსეთთვის ირიბად დივიდენდებიმოტანა. მოგიყვებით, როგორ მოხდა ეს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთმანეთზე პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა შიდაპოლიტიკური ბრძოლის მანკიერ მეთოდად, რასაც კილომეტრში უდის პროვინციალიზმის სუნი. მაგრამ ამავდროულად, ხელისუფლება და ოპოზიცია მიზნად ისახავენ არა რუსეთის, არამედ ერთმანეთის დაკნინებას, ხილებას "მტრული ქვეყნის" შეწევნაში და არა ავად რუსეთის დადანაშაულება, რაც შეუძლებელია მტკიცებულებების არარსებობის გამო. რუსული პროპაგანდადა დეზინფორმაცია”, ”ნარატივი”, ”ფეიკები”, ”ტროლები” და ბოტები”, რომლითაც დასავლელმა პარტნიორებმა და ელჩებმა, რაიმე კონკრეტული ფაქტის გარეშე, ჰაერი შეაზანზარეს, იაფფასიანი ბელეტრისტიკაა და ვერ აღძრავს საქართველოს მოქალაქეების პატივისცემას მათი ავტორების მიმართ. ბოლო დროს განსაკუთრებით მოდური გახდა დასამახსოვრებელი გვარი "დუგინი", თუმცა მის შესახებ რუსოფობმა "ექსპერტებმა" და "ჟურნალისტებმა", რომლებიც რუსული ენის ცოდნითა და კარგი განათლებით არ გამოირჩეოდნენ, მხოლოდ ის იციან, რომ ვასაძესთან ერთად ჩაი დალია. ამის მიუხედავად, კოლექტიური დასავლეთი კეთილგანწყობით უყურებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაუსაბუთებელი ურთიერთბრალდებების "პინგ-პონგს” რუსეთუმეობაში, თუმცა ეს საეჭვოა შეესაბამებოდეს "დემოკრატიის ევრო-ატლანტიკური სტანდარტებს", რომლისკენაც მუდმივად მოუწოდებენ საქართველოს!

   გავაგრძელებ, უკვე ახლოს ვართ. საქმე ისაა, რომ უფლებებისა და მოვალეობების "პროკრუსტეს სარეცელმა", რომელზეც დასავლელმა პარტნიორებმა მოათავსეს საქართველოს ხელისუფლება (სადაც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება მკაცრად აკრძალულია, ტერიტორიების დაბრუნების ეთილი მიზნითაკი, თუმცა საქართველოში შეიქმნა მცდარი აზრის იმის შესახებ, რომ დასავლეთი მოუწოდებს თბილისს, დაიწყოს დიალოგი მოსკოვთან), არაერთი მარცხი გამოიწვია არა მხოლოდ საგარეო (ნატო და ევროკავშირი მით მეტად შორდებიან საქართველოს, რაც უფრო მეტად ცდილობს იგი მათთან დაახლოებას), არამედ საშინაო პოლიტიკაში. წინა ხელისუფლებასთან კოაბიტაციის პოლიტიკა, რამაც შერიგების მაგივრად საზოგადოების პოლარიზაცია და "ნაცმოძრაობის" რეინკარნაცია გამოიწვია, ჩაფლავდა; შედეგად მივიღეთ მარცხი საკადრო პოლიტიკაში, როდესაც "ქართულ ოცნებაში" “ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ მხარდამჭერები, არამედ აშკარა მიმდევრები გამოჩნდნენ. კონტრპროდუქტიული საკადრო პოლიტიკის შედეგად, მარცხი მივიღეთ ეკონომიკურ პოლიტიკაში, სოფლის მეურნეობაში, როგორც საქართველოს ეკონომიკის ყველაზე პრიორიტეტულ დარგში, რამაც კრიტიკული მდგომარეობა გამოიწვია სოციალურ სფერიში.

ზემოხსენებულმა წარუმატებლობებმა ნაყოფიერნიადაგმისცა ოპოზიციას დაედანაშაულებინა "პრორუსული ხელისუფლეა", ხოლო ხელისუფლებამ საპასუხოდ არ აღიარა შეცდომები და ამაში დაადანაშაულა ოპოზიცია, რომელიც საბოტაჟით არის დაკავებული რუსეთის ინტერესებში“. და ამ გნიასს - ტელეეკრანებზე, პარლამენტში, მიტინგებზე - გაოცებული უყურებს რუსიცა და ქართველიც, რადგან ამის პარალელურად, რუსეთიდან საქართველოში მოემართება ხორბლით დატვირთული მატარებლები, ფულადი გზავნილები, მოემგზავრებიან ტურისტები, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - ქართული ღვინო, მინერალური წყალი, სასოფლო–სამეურნეო პროდუქტები და წიაღისეული სიმდიდრე! გაოცებით, რადგან რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქართველები ფულს ღირსეულდა არა დამამცირებელშრომით გამოიმუშავებენ! გაოცებით, რადგან რუსების უმეტესობა იცნობს და უყვარს საქართველო, როგორც არსად მსოფლიოში, რადგან ჩვენი მამები - ბაბუები ერთად იბრძოდნენ და აშენებდნენ, და არც ისე ცუდად!

და აი, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რისთვისაც დაიწერა ეს წერილი:

- რაც მეტად ადანაშაულებენ ქართველი პოლიტიკოსებრუსეთს ყველაფერში, მით მეტად კარგავენ ქართველი ხალხის ნდობას, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ერთი ქვეყანა იყოს დამნაშავე ყველა უბედურებაში - იქნება ეს რუსეთი თუ აშშ;

- რაც მეტად ადანაშაულებენ ქართველი პოლიტიკოსებრუსეთს ყველაფერში, მით ნაკლებ ყურადღებაქცევენ მას მოქალაქეებდა თუ რუსეთის მხრიდან, ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე მართლაც გამოჩნდება საფრთხე, ამას საქართველოში უკვე ღარავინ დაიჯერებს;

- რაც მეტად ადანაშაულებენ ქართველი პოლიტიკოსებერთმანეთს პრორუსობაში, თუმცა არცერთი მათგანი პრორუსი არ არის, მით მეტად აიძულებენ ქართველ ამომრჩეველს, ეძებოლიდერი განზე, "მესამე ძალა", რომელსაც თავის ხმას მისცემს;

- რაც მეტად დაადანაშაულებენ ქართველი პოლიტიკოსებ რუსეთს იმაში, რაც უყვარს ან არ უყვარს ქართველ ხალხს, მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასდა კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან კავშირში, თბილისში გეი–აღლუმის დარბევაში, დიდი სამამულო ომის ვეტერანების პატივისცემაში - ყველაფერში, სადაც რუსებისა და ქართველების მოსაზრებები ერთმანეთს მთლიანად ემთხვევა, მით მეტად შეიყვარებს ქართველხალხრუსეთდა შეიძულებმას, ვინც ამგამო აკრიტიკებს!

   ამიტომ, ბატონო ქართველ პოლიტიკოსებო, კვლავაც დაადანაშაულერუსეთყველა შესაძლო და წარმოუდგენელ ცოდვაში, ეს მის ინტერესებშია! მით უმეტეს, რომ არასწორად გესმით საქართველოს ინტერესები - იმდენად, რომ იოტისოდენა საფუძველიც არ არსებობს, დახვეწილ პოლიტიკურ თამაშში დაგადანაშაულოთ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 14 ივლისი
საქართველო, თბილისი