სამართალი
სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა.

პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.