უცხოეთი
არსენ ავაკოვმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მან წარადგინა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება“, – ნათქვამია უკრაინის შსს-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად 2014 წლის 27 თებერვალს დაინიშნა.

1tv.ge