საზოგადოება
თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერის პოზიციებს დაიკავებენ

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე ორი ვიცე-პრემიერი წარადგინა.

ვიცე-პრემიერის პოზიციას თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი დაიკავებენ.

„ჩვენს ორ ვიცე-პრემიერს ვნიშნავთ დღეს - ვიცე პრემიერები იქნებიან ქალბატონი თეა წულუკიანი და ბატონი ლევან დავითაშვილი“, - აღნიშნა პრემიერმა.