საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც პასუხისმგებელი იყო, უნდა დისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
„ძალიან მძიმე წუთებია, მე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის. თავის დროზე საავადმყოფოში ვინახულე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო პასუხისმგებელი ამაზე, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა, თქვენ, ჟურნალისტებს და არა მხოლოდ, ეს მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.