პოლიტიკა
ბაჩო ახალაია თურქ კოლეგას მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობას უხდის

bachoსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვეჯდი გიუნულს შეხვდა. როგორც თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„თურქეთ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო ურთიერთობა თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის, სამხედრო განათლებას, ლოგისტიკურ, სამხედრო-ტექნიკურსა და სხვა სფეროებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას მხარდაჭერისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის განხორციელებული პრაქტიკული დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, თურქეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციაც იმყოფებოდა. 10-12 მაისს  სტამბოლში საერთაშორისო მრეწველობის გამოფენა (IDEF 2011)  გაიმართა. გამოფენა თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მე-10 საერთაშორისო მრეწველობის გამოფენას 48 ქვეყნის 621 ადგილობრივი და უცხოური კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი უმეტესობა თავდაცვის ინდუსტრიის სფეროს ლიდერები არიან. კომპანიების გარდა, ღონისძიებას 70 ქვეყნის 84 დელეგაცია სტუმრობდა, მათ შორის, მინისტრები, შეიარაღებული ძალების მეთაურები და მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო ოფიციალური პირები.