საზოგადოება
საქართველოში დღის განმავლობაში მესამე მიწისძვრა მოხდა

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში დღის განმავლობაში მესამე მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 17:38 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები დმანისში 8 ივლისს 10:26 საათზე და 14:03 საათზეც დაფიქსირდა.