პუბლიკაციები
თალიბები ავღანეთს იპყრობენ, ერაყი ალ-ქაიდას უტევს: რისთვის იბრძოდა ქართული კონტინგენტი? – საქინფორმი

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. 2003 წლიდან აქამდე, ქართულმა კონტინგენტმა მიიღო მონაწილეობა ერაყში აშშ–ის ომში, შემდეგ კი ავღანეთში ნატოს მისიაში, ათობით მოკლულისა და ასობით დაჭრილის დანაკლისით. საქართველოს მადლობა გადაუხადეს, როგორც უდიდეს დისტრიბუტორ - ალიანსის არაწევრს, მსოფლიო ტერორიზმის ეპიცენტრში დემოკრატიის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. და აი გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ამერიკელები, ღამის საფარქვეშ გაიქცნენ ავღანეთიდან - ავღანეთის მთავრობის გაუფრთხილებლად, თალიბებმა და ისლამურმა სახელმწიფომ მისი დაპყრობა დაიწყეს, ხოლო ერაყში ამერიკული ბაზა ალ-ქაიდამ დაბომბა. სავარაუდოდ, რუსეთს კვლავ მოუწევს ჩარევა ისევე, როგორც სირიაში, რათა გაანდგუროს ტერორისტები.

   რჩება ერთი კითხვა: რისთვის იბრძოდნენ ქართველი ჯარისკაცები? მხოლოდ იმისთვის, რომ რამდენიმე ბატალიონს, რომლებიც ერთმანეთს როტაციის პრინციპით ცვლიან, დიდი ხელფასი მიეღოთ დოლარებში - გაცილებით მეტი, ვიდრე საქართველოში და გაცილებით ნაკლები, ვიდრე ამერიკელები, გერმანელები და მისიის ყველა სხვა სამხედრო წევრი იღებენ, რომელთა ბაზებსადა აეროდრომებსაც ქართველები იცავდნენ?! საქართველო ნატოში არ მიიღეს, ახლა მისიები დასრულებულია, სადაც ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობაც წარსულს ჩაბარდა...