პუბლიკაციები
ის, რის თქმასაც თბილისში მოერიდა, აპატურაიმ ვილნიუსში განაცხადა - საქინფორმი

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. თანამდებობის დატოვებამდე, ნატოს გენერალური მდივნის კოლორიტულმა სპეცწარმომადგენელმა საქართველოსა და უკრაინაში სტუმრობა გადაწყვიტა. ეს ცნობილი პრაქტიკაა, ჯეიმსი არც პირველია და არც უკანასკნელი. არ ვიცით აპატურაიმოსწონს თუ არა უკრაინული ლორი და არაყი, მაგრამ ხაჭაპურსა და ჭაჭაზე რომ გიჟდება, რომელსაც, მისივე აღიარებით, სახლშიც გამოხდის, ეს ფაქტია - ისევე, როგორც ის გარემოება, რომ ხაჭაპურისა და ჭაჭის გარდა, საქართველოში მას ზღაპრული კერძებით უმასპინძლდებიან, რომელთა გასინჯვაც სხვაგან შეუძლებელია!

ქართული სტუმართმოყვარეობის შემდეგ, ღორი უნდა იყო, რომ განაცხადო – საქართველონატოში მალე არ მიიღებენ, თუკი საერთოდ ოდესმე მიიღებენ! ვფიქრობთ, რომ მას კიევშიც ზღაპრულად უმასპინძლეს, ამიტომ, რის თქმასაც აპატურაი საჯაროდ მოერიდა საქართველოსა და უკრაინაში, სტუმართმოყვარე ქართველებისა და უკრაინელებისგან მოშორებით - ვილნიუსში განაცხადა. მით უმეტეს, რომ ასოცირებული ტრიოს "უკრაინა - საქართველო - მოლდოვა" ხელმოწერის შემდეგ ყველაფერი, რაც ითქმება ერთ ფიგურანტზე, დანარჩენ ორსაც ეხება.

   ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეფორმები არ იძლევა უკრაინის (საქართველოს, მოლდოვის - რედ.) ალიანსში გაწევრების გარანტიას. ეს ასე არ მუშაობს! არ არსებობს მკაფიო კრიტერიუმები, რომელთა შესრულების შემდეგაც ენიჭება წევრობა, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა მხოლოდ ტექნიკური კრიტერიუმები”, - განმარტა აპატურაიმ.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, ნატოს წარმომადგენლის თქმით, არა მხოლოდ უკრაინა უნდა იყოს მზად ალიანსში გასაწევრებლად, არამედ სამხედრო ბლოკიც მზად უნდა იყოს გასაფართოებლად”.

   მოგეხსენებათ, სამხედრო ბლოკი არ იქნება მზად გასაფართოებლად მანამ, სანამ საქართველოსა და უკრაინას ტერიტორიული პრობლემები აქვთ (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დონბასი და ყირიმი), რომლებიც დაკავშირებულირუსეთთან, რომელსაც თვალში არ მოსდის ნატოს გაფართოების იდეა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრქვეყნები, რუსეთთან სამხედრო შეტაკების შიშით, მოერიდებიან საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებს.

მკითხველებს შევახსენებთ, რომ უწინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება ვარაუდით, კიევი ნატოში უფრო ადრე გაწევრდებოდა ვიდრე ევროკავშირი. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული ნატოში, რადგან მას "საფრთხე ემუქრება". თავის მხრივ, ნატომ გააცხადა, რომ არ აპირებს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებას მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში.