საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 136 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 650, „პისიარ“ ტესტით – 20 486.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,65%, ბოლო 14 დღის – 3,17%, ბოლო შვიდი დღის – 3,7%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 372 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 356 780 გამოჯანმრთელდა, 5 394 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 277 872 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 942.
კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 054 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 853 პირი.
ამასთან, 6 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 591 პაციენტი.