ეროვნული ბიზნესკონკურსის – „მერკური 2011“ – წლის გამარჯვებულნი 11 მაისს, გვიან საღამოს, ახალი ტექნოლოგიების სახლში გამოავლინეს. 45 ქართულ კომპანიას შორის, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად წინასწარ შეარჩია, „მერკური 2011“-ში 15-მა მათგანმა სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:1. წლის იძულებით გადაადგილებული პირი – კომპანია „ივერიფარმა“;
2. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი – „კულა“;
3. დამზადებული საქართველოში – „BTM ტექსტილი“;
4. უცხოეთის ვარსკვლავი – „ბორჯომი“;
5. წლის მწვანე ბიზნესი – „ვუდ სერვისი“;
6. წლის აგრობიზნესი – „მარნეულის სასურსათო ქარხანა“;
7. წლის ტურისტული ბიზნესი – „ყვარლის ტბა“;
8. წლის მცირე ბიზნესი – „ჭურია“;
9. დარგის აღორძინება – „პიუნიკო“;
10. წლის აღმოჩენა – „ბარამბო“;
11. ახალგაზრდა მეწარმე – მიხეილ ფარულავა (შპს „ჯორჯიან ბეიქერსი“);
12. ქალი მეწარმე – ნინო ზამბახიძე („ჯორჯიან ბიზნეს“ ზონა);
13. წლის ბიზნესი – „სილქნეტი“;
14. წლის მეწარმე – სოსო ფხაკაძე („ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია“);
15. წლის დამსაქმებელი – სოსო ფხაკაძე („ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია“);
ბიზნესკონკურსი „მერკური 2011“ წელს პირველად ჩატარდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველწლიურად გაიმართება.