აქტუალური
ივნისიდან ძალაში შევა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კომერციულ ბანკებს კიდევ ერთი შეზღუდვა დაუწესდათ. სესხის ვადაზე ადრე დაფარვისთვის ბანკი კლიენტს ჯარიმის სახით, სესხის საერთო მოცულობის 2%-ზე მეტს ვეღარ გადაახდევინებს. საქართველოს ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ეს შეზღუდვა მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს, რადგან აქამდე ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი 7% იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილება შეეხება როგორც ახალ, ისე ძველ ხელშეკრულებებს.