საზოგადოება
არაფრისმქონე ზუგდიდის „ბაიამ“ მილიონიანი ბიუჯეტის მქონე რუსთავის „ოლიმპი“ დაამარცხა
baiaროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან იუწყება, ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ როლანდ მაქაცარიას განცხადებით, საფეხბურთო თამაშები იმ გუნდებმა გაყიდეს, რომელთაც ფინანსურად ძალიან უჭირთ. „მიუხედავად ამისა, მათ ქმედებას არავითარი გამართლება არ აქვს. მივესალმები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას თამაშის გამყიდველი ფეხბურთელების მკაცრად დასჯის გამო. გადავწყვიტეთ, როინ ონიანისთვის გუნდის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიგვეცა, მან კი თავისი ქმედებით თავი მოგვჭრა. ზუგდიდის „ბაიამ“, რომლის ფეხბურთელებს ამ წლის ხელფასები თითქმის მიუღებელი აქვთ, თავის ბოლო თამაშში დაამარცხა მილიონიანი ბიუჯეტის მქონე რუსთავის „ოლიმპი“, ამიტომაც არ არიან მართალნი ის ჩინოვნიკები, ვინც გაიძახის – თუ გუნდს ფული არ აქვს, ნურც ითამაშებსო“, – აღნიშნა როლანდ მაქაცარიამ. მისი თქმით, არც ის არის სწორი, რომ მილიონობით მიეცეს პირველ, მე-2, მე-3 ადგილებზე გასულ გუნდებს. პირიქით, ფული უნდა მიეცეს იმათ, ვისაც უჭირს.