უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 336 557-მდე გაიზარდა , - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დადასტურებულა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა უცვლელი - 4 978 დარჩა.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 855 455 დოზაა გამოყენებული. სრულად ვაქცინირებულია 1 483 659 ადამიანი.

interpressnews.ge