საზოგადოება
ნაციონალური უმცირესობების თბილისის საკრებულოს საკოორდინაციო საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში ნაციონალურ უმცირესობების საკრებულოს საკოორდინაციო საბჭო მორიგი შეხვედრა გამართა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა აღნიშნა, დღეიდან საკრებულოში ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან შეხვედრების სერია იწყება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს იმ პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია, რომელთაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. ამჯერად, შეხვედრა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან შედგა, რომლის თავმჯდომარემ, გიორგი ბირბიჩაძემ ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფის შეკითხვებს უპასუხა. აგრეთვე, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე.


საქინფორმი