პოლიტიკა
საქართველო და ქართული ტრადიციები ზურაბიშვილის აზრით, ჰომოსექსუალიზმი და ჰომოსექსუალებია?! - საქინფორმი

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. გაურკვეველი მიზნებით უცხოეთში მოსეირნე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა (საფრანგეთი, იტალია, ვატიკანი, მონაკო) მოგზაურობიდან თბილისში ცოტა ხნით დაბრუნდა და საქართველო ვერ იცნო, რადგან სალომეს აზრით, საქართველო და ქართული ტრადიციები ჰომოსექსუალიზმი და ჰომოსექსუალებია! რა გასაკვირი არ არის - ზურაბიშვილმა საქართველოს მიწას პირველად ფეხი დაადგა პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით, რომელმაც მასობრივად აუპატიურებდა კაცებ ხელკეტებით, ცოცხებით და ციხის პედერატებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ოქრიაშვილის „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება – ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.