რელიგია
არნო ხიდირბეგიშვილი: „ღმერთს ვერ შეურაცხჰყოფ“- ვინ და რისთვის იძიებს შურს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და პატრიარქ ილია მეორეზე

     88 წლის კათოლიკოს-პატრიარქის ფიზიკური სისუსტე მისი პატივსაცემი ასაკის შესაბამისად, შერწყმულია გონების გასაოცარ სიმახვილესთან. ამიტომ, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორე ღრმად ესმის და განიცდის იმას, რაც საქართველოში ხდება, თუმცა ამას არ ამჟღავნებს, რაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. დისკრედიტაციის მიზნით ოპოზიციის შეერთებული ძალები - პოლიტიკოსები, პარლამენტარები, ომბუდსმენი, ტელევიზიები, თეოლოგები, სამოქალაქო აქტივისტები, ლიბერტარიანელები, ჰომოსექსუალები, არასამთავრობოები და სხვა ათეისტები - განაგრძობენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი პატრიარქის კოლექტიურ ბულინგს, როგორც რუსეთუმეებისა და ბნელეთის მოციქულების. ეს წარმოადგენს უპირველეს გამოწვევას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, რადგან ქართველების ტრადიციული იდენტობის შეცვლა მართლმადიდებლობისგან განცალკევების გზით ნიშნავს ქართული კულტურისა და ეროვნული სახელმწიფოს საბოლოო დაისს.

ნინოწმინდის პანსიონი

ხმაურიანი პიარკამპანია ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო, მაგრამ გაოცებულმა საზოგადოებამ ვერა და ვერ მიიღო ბავშვებზე ძალადობის მტკიცებულებები - ქართული ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული ნინოწმინდის სკოლა-ინტერნატის ბენეფიციარებზე, რადგან ასეთი ფაქტები სინამდვილეში არ არსებობს. სამაგიეროდ, ზემოთ ნახსენები შეერთებული ძალების მიზანი მიღწეულია: დაიშალა პანსიონი, სადაც იზრდებოდა და განათლებას იღებდა 150 ბავშვი - ობოლი, ანდა ისეთი, რომლის ბიოლოგიურ მშობლებსაც მისი გაზრდა არ შეეძლოთ; ეკლესია სახელგატეხილია - პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი და პედაგოგი - აღმზრდელები გააგდეს და ცილი დასწამეს, მაგრამ ცილისმწამებლები არ დაისჯებიან. ომბუდსმენი კათოლიკოს-პატრიარქზე ძლიერია, რადგან მის უკან კოლექტიური დასავლეთია!, - აჩვენეს მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის სარგებლიანობაში და ტრადიციულ ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის მერყეობს.

ამასთან, ვერავინ გაბედავს გადაამოწმოს - ირღვევა თუ არა ბავშვების უფლებები აჭარაში თურქულ მედრესეებსა და ლიცეუმებში, ან სხვადასხვა სექტის მიერ თბილისსა და მთელ საქართველოში გახსნილ საბავშვო ბაღებში? და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ომბუდსმენს იქ ახლოსაც არ მიუშვებენ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ამოცანა არ დგას, პროექტი, შესაბამისად - გრანტი, არ არსებობს, და, მაშასადამე, შეერთებულ ძალებ ეს არ აინტერესებთ.

აი კანადაში ერთ კვირაში ათამდე კათოლიკური ეკლესია დაიწვა - მათ ცეცხლი წაუკიდეს, რადგან მე-19-20 საუკუნეებში 150 ათასი ინდელი ბავშვიდან, რომლებიც ადგილობრივ სკოლა–ინტერნატებში სწავლობდნენ, დაახლოებით ათასამდე გარდაიცვალა. იმედი მაქვს, რომ საქართველოში საქმე ეკლესიების დაწვამდე არ მივა, მაგრამ სად არის ახლა ეს 150 ქართველი ბავშვი, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონში იზრდებოდნენ - სუფთა ჰაერზე, მატერიალური და სულიერი საზრდო რომ არ აკლდათ? იქ ქრისტიანებ ზრდიდნენ, ლგბტ საზოგადოების რიგებს კი არ ავსებდნენ, და სად არის გარანტიები, რომ მცირე პანსიონებში, რომელთა გახსნასაც ლოჯარი ნინოწმინდის პანსიონის ნაცვლად აპირებს, ეს ბავშვები საქართველოში გამრავლებული პედოფილების მსხვერპლი არ აღმოჩნდებიან - “ზედმეტი თვალსა და ეკლესიისგან შორს?!

"Tbilisi Pride“- კვირეული

   ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადების მიუხედავად, რომელშიც განმარტებულია, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი თბილისში LGBTQ + „ღირსების მარშისჩატარება, გაერთიანებულმა ძალებმა, როგორც ყოველთვის, გაიმარჯვეს: მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, “Tbilisi Pride”-ს ღონისძიებები მაინც ჩატარდა, დასავლური დიპლომატებისა და ევროპარლამენტარების მკაფიო მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით. საპატრიარქოს განცხადება დაგმეს, როგორც "პრორუსული ნარატივი“ და უგულებელჰყვეს, რითაც კიდევ ერთხელ შეურაცხჰყვეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი პატრიარქი.

არა, პრობლემა ორიოდე ასეული ჰომოსექსუალი კი არ არის, რომლებიც ყრმობისას, არარეალიზებული სექსუალობისა და ჯანმრთელი ბიოლოგიური მშობლების არარსებობის გამო, არაბუნებრივ ცოდვილ გზას დაადგნენ. მთავარია, თუ ვინ წაახალისა ისინი, რათა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს - შემთხვევითი როდია, რომ ”Tbilisi Pride”-ს პრეზენტაციაზე უფრო მეტი დიპლომატი, პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი იყო, ვიდრე ჰომოსექსუალი! რატომ არ აცხადებს ქართული პოლიცია, რომელიც მათ იცავს, ვინ აფინანსებს „Tbilisi Pride“-სა და LGBTQ+ ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში? და ვის ეკუთვნის ღამის კლუბი "ხიდი" "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მეზობლად, სადაც „Tbilisi Pride“ ლგბტ ისტორიის შესახებ ფილმის ჩვენებით გაიხსნა?

ერთი რამ ნათელია - 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოში ყველა ჰომოსექსუალი ხმას ოპოზიციის შეერთებულ ძალებს მისცემს და არა ხელისუფლებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, თუმცა არც აკრძალა „Tbilisi Pride“-ს ჩატარება – აქაოდა, საქართველოში ყველას აქვს თვითგამოხატვის უფლებაო...

გახელაძის გათავისუფლება

   არცერთმა ქართველმა მღვდელმა არ მიატოვა თავისი ტაძარი და მრევლი აფხაზეთში კონფლიქტის დროს! ქართველმა მღვდლებმა, პატრიარქის წინამძღოლობით, გამოასვენეს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ცხინვალის ტყეებში მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები, როცა იმ ხელისუფლების წარმომადგენლები მასობრივად გარბოდნენ საქართველოდან - ისე, რომ საქართველო-სომხეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრებზე საკონტროლო–გამშვები პუნქტების პარალიზებაც კი მოახდინეს! აგვისტოს ომის შემდეგ ილია მეორე ვიზიტად ეწვია მოსკოვს და პუტინთან შეხვედრისას ახალგორის დაბრუნება ითხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა პატრიარქის თხოვნა, მაგრამ სანამ მისი უწმიდესობა თბილისში დაბრუნდებოდა, სააკაშვილმა ტელეეთერში დაიკვეხა - აქაოდა, ეს მე გამიწია ანგარიში პუტინმა, პატრიარქმა კი, ფოსტალიონივით, უბრალოდ გადასცა ჩემი გზავნილიო! - რის შემდეგაც რუსული ჯარი უკან, უკვე ლენინგორში დაბრუნდა...

   ხლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რუსი ოკუპანტების მეგობრები არიან, მაგრამ ... ისევ მიმართავენ მათ დახმარებისთვის! რა ნამუსით სთხოვენ ილია მეორეს წერილების წერას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილესთვის?! ხანტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის, ხანაც - ცხინვალის ციხიდან გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით: საქართველოში ვინმე ზრუნავს საქართველოს პატრიარქის ღირსებაზე, რომელსაც მთელი ქრისტიანული სამყარო წმინდანივით პატივს სცემს?! ან იქნებ რუსეთი უკვე აღარ არის მტერი და ოკუპანტი, უბრალოდ ჯერ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ?! თითქოსდა არა, ყველაფერი უწინდებურადაა, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობის რიტუალი მაღალი დონის სტუმრებს საოკუპაციო ხაზზე ექსკურსიით, რუსული ბაზების ბინოკლით დათვალიერებით, შეუცვალეს. ხოლო ქაცარავა კვლავაც იღებს გრანტებს და აწყობს პროვოკაციებს შეერთებული ძალების მტკიცე მხარდაჭერით! მაგრამ როდესაც საქმე ციხით მთავრდება, ყველანი კვლავ პატრიარქთან მირბიან!

დიახ, ჭკვიანები და სულელები, პატრიოტები და მოღალატეები, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც - ყველანი მისი შვილები არიან, მაგრამ რატომ უნდა წეროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვს, როდესაც სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელი და საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი თბილისში არიან, ვისაც პატრიარქს შეუძლია აუდიენცია დაუნიშნოს?! და განა განზრახ აღარ ახსენებენ ილია II- ტიტულს "ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის" გამოტოვებით, რათა რაც შეიძლება მალე დაივიწყონ მისი მსახურება ამ აფხაზეთში და თვითონ აფხაზეთიც, რომელიც MAP- ის მიღებას ხელს ასე ძალიან უშლის?! ჩვენი პატრიარქი უნიკალური ხიდია არა მხოლოდ აფხაზებთან, არამედ რუსებთან და ოსებთანაც - როგორც ცნობილია, ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი ვლადიკავკაზში დაიბადა და მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა.

უწმიდესის და უნეტარესის სრული ტიტული იმეზეც მეტყველებს, რომ ილია მეორე - სრულიად საქართველოს, და არა მარტო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქია, რაც შეერთებულ ძალებს ყელში ძვლად გაეჩხირათ! მიუხედავად ტრადიციული რელიგიებისადმი ტოლერანტობისა, საქართველოში მთავარ, სახელმწიფოს შემქმნელ რელიგიად ოდითგანვე რჩება მართლმადიდებლობა, რაც ღმერთის მართალ, სწორ მადიდებლობას ნიშნავს!

"ღმერთს ვერ შეურაცხჰყოფ"

   ეს წმინდა მოციქული პავლეს სიტყვებია "ეპისტოლედან გალატებისადმი. გალატია - მცირე აზიის ცენტრში მდებარე ოლქია (თანამედროვე თურქეთი), სადაც ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან გალატები ცხოვრობდნენ, მაგრამ მსგავსება სიტყვასთან „ღალატი“ შემხვევითი როდია! აი რა მოხდა: გალატელთა ეკლესიაში შეიჭრნენ ერეტიკოსები, რომლებიც ქრისტიანებს "ფეიკებს" უნერგავდნენ - რომ ხსნისათვის, თურმე, წინადაცვეთა და იუდაიზმის სხვა წესების დაცვაა საჭირო. რწმენაში არამყარი გალატელები (როგორც მრავალი თანამედროვე ქართველი) დაემორჩილნენ ამ ცრუ სწავლებას და უღალატეს წმინდა მოციქულ პავლეს, რომელიც ასწავლიდა, რომ იესო ქრისტეს სიკვდილმა, დაკრძალვამ და მკვდრეთით აღდგომამ ცოდვა დაამარცხა. ცრუ მასწავლებლები, რომლებმაც გალატებს ღალატისკენ უბიძგეს, შეეცადნენ წმინდა პავლეს სამოციქულო ავტორიტეტის შერყევას და ყველანაირად აბუჩად იგდებდნენ მას თავიანთი მიზნის მისაღწევად (როგორც დღეს შეერთებული ძალები ცდილობენ ილია II– ავტორიტეტის შერყევას). ამასთან დაკავშირებით წმინდა პავლემ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: ნუ მოტყუვდებით: ღმერთს ვერ შეურაცხჰყოფთ. კაცი რასაც დასთესს, იმას მოიმკის(გალ. 6,7).

ასე რომ, შეუძლებელია შეურაცხჰყო, დაამცირო, დასცინო ან მოატყუო ღმერთი, მისი ეკლესია და მისი მსახურები, მითუმეტეს - ღვთისნაცვალი დედამიწაზე – პატრიარქი! თავის დროზე ღმერთი ყველას მიაგებს მისი სიტყვებისა და საქმის მიხედვით, მათ შორის, ერეტიკოსებს: ლომჯარიას, გიგაურს, ნაცვლიშვილს, სამნიძეს, კაკაბაძეს, კინწურაშვილს, კორძაიას, პატარაიას და სხვებს, რომლებიც, ხან სექსუმცირესობების, ხან - ბავშვების, ხანაცრუსი ოკუპანტებისგან გლეხების უფლებათა დამცველის სახელს ამოფარებული, სინამდვილეში შურს იძიებენ საქართველოს ეკლესიაზე, პატრიარქსა და ქართველ მამაკაცებზე საკუთარი არარეალიზებული სექსუალობის გამო!

ხოლო საქართველო სამუდამოდ დარჩება უწმიდესი ღვთისმშობლის პირველ და მთავარ წილხვედრად და ვერასდროს გადაიქცევა გალატიად, სადაც მოღალატეებად ქცეული გალატები ერეტიკოსთა ცრუ პროპაგანდას წამოეგნენ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 5 ივლისი
საქართველო, თბილისი