უცხოეთი
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვაქცინა, რომლის ორივე დოზაც მან მიიღო, რუსული წარმოების „სპუტნიკ V“-ია.
„მივიღე გადაწყვეტილება, „სპუტნიკ V“-ით ავცრილიყავი, მითუმეტეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები Sputnik V-ით იცრებიან და მე მათი მთავარსარდალი ვარ”, - აღნიშნა პუტინმა, რომელიც მოსახლეობის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.
მისი თქმით, პირველი აცრის შემდეგ არაფერი უგრძვნია, მეორე დოზის მიღების შემდეგ კი ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება დაუფიქსირდა.
ცნობისათვის, ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის ვაქცინის პირველი და მეორე დოზა მარტსა და აპრილში გაიკეთა, თუმცა, ამ დრომდე არ ხმაურდებოდა, რომელი რუსული ვაქცინით აიცრა რუსეთის ლიდერი.
interpressnews.ge