სამართალი
ოპოზიცია გარდაცვლილი პატიმრების ოჯახებს დღეს ფულს გადასცემს
filarmonia_ivent11 მაისს „ივენთ ჰოლში“ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელიც მიზნად ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისა და ციხეებში გარდაცვლილთა ოჯახების დახმარებას ისახავს. აქციას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. დღეს კი, 12 მაისს,15 საათზე ოპოზიცია კვლავ შეიკრიბება ივენთ ჰოლში და შემოსულ თანხას გადასცემენ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს აქცია მოეწყო. როგორც „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა საქინფორმთან საუბრისას განაცხადა, სწორედ აქ გახდება ცნობილი მათი ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა.