უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ნუ გაემგზავრებით რუსეთში

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ რუსეთში ტერორიზმისა და შევიწროების საფრთხის გამო.

კერძოდ, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში არსებობს „ტერორიზმის, ასევე რუსეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შევიწროების საფრთხე.“ ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ-ის საელჩოს რუსეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ კოვიდ 19-ისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამოც მოუწოდებს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მოქალაქეები არ გაემგზავრონ ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმში.

„ნუ გაემგზავრებით ჩრდილოთ კავკასიაში, ჩეჩნეთისა და ელბრუსის მთის ჩათვლით, ტერორიზმის, გატაცებისა და სამოქალაქო არეულობების რისკის გამო. ასევე ყირიმში, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და საოკუპაციო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო,“-აღნიშნულია განცხადებაში.

interpressnews.ge