უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზე დგას

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზე დგას, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან გამართულ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევძელით რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე აგვეყვანა და გვექცია ის 21-ე საუკუნის მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მაგალითად,"- აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთსა და ჩინეთს შორის კოორდინაცია გლობალურ საკითხებში მასტაბილიზებელ როლს ასრულებს მზარდი პოლიტიკური არეულობისა და კონფლიქტის პოტენციალის ზრდის ფონზე.

„გეოპოლიტიკური მღელვარების, იარაღის კონტროლის შეთანხმებების გაუქმებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კონფლიქტის პოტენციალის გაზრდის ფონზე, რუსულ-ჩინურ კოორდინაციას მასტაბილიზებელი როლი აქვს გლობალურ საკითხებში”, - აღნიშნა პუტინმა.

interpressnews.ge