პოლიტიკა
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი „ქართული პარტიის“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების კომენტირებისას აცხადებს, მის მიერ დასახელებულ პერსონებს ქვეყნისათვის რაიმე კარგისა და ახლის გაკეთება არ შეუძლიათ.
„ჩვენ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ვუპირისპირდებით გონებით და არა ემოციებით და გპირდებით, ამ ხელისუფლებას აუცილებლად შევცვლით თანმიმდევრული, მიზანმიმართული და პრაგმატული ნაბიჯებით. ეს არის ჩემი პასუხი ოქრუაშვილის განცხადებაზე“, – განაცხადა დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლების შეცვლის გზებსა და მეთოდებზე 10 მაისს „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერი, ჩვეულებისამებრ, საკმაოდ რადიკალური განცხადებებით გამოირჩეოდა.