სამართალი
ირაკლი კობახიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს ოქტომბერში მივუბრუნდებით

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს პარლამენტი ოქტომბერში მიუბრუნდება.

„ჩვენ დაგვჭირდება კონსულტაციები, რომ საბჭოს წევრები იყვნენ არჩეული, მათ არჩევას სჭირდება 90 ხმა. როდის გამოცხადდება კონკურსი, ეს დამოკიდებული პარლამენტის ხელმძღვანელობასა და პარლამენტის თავმჯდომარეზე, შემდეგ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. იწყება საპარლამენტო არდადეგები, სექტემბერი არის წინასაარჩევნო პერიოდი, ეს საკითხი საჩქარო არ არის და ამას ოქტომბერში მივუბრუნდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.