პუბლიკაციები
„ასოცირებული ტრიოს“ სამიტს შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. როგორც ოპტიმისტმა, მინდა ვიხილო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც ხელშესახებ შედეგს შემოგვთავაზებს ფინალურ დეკლარაციაში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ან იქნება ბიძგი სამომავლო განვითარებისთვის, ან დემონსტრირება ყველასთვის, რომ შეუძლებელია რეგიონში არსებულ ვითარებასთან გამკლავება.

„როგორც ოპტიმისტმა, მინდა ვიხილო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, როგორც ამბიციური ღონისძიება, რომელიც ხელშესახებ შედეგს შემოგვთავაზებს ფინალურ დეკლარაციაში. როგორც რეალისტი, ვვარაუდობ, რომ სამიტის შედეგებში ძალიან რთული იქნება ამის დანახვა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ჩართულები უნდა ვიყოთ. დღეს ევროკავშირშიც აღვნიშნე, რომ გვინდა ვიყოთ ჩართულები იმ დეკლარაციის მომზადების სამუშაო პროცესში, რომლის მიღებაც ხდება ხოლმე ბოლო დღეს, ისე, რომ გვქონდეს პასუხისმგებლობის გაზიარების და სამიტის საერთო მიღწევების შეგრძნება.

მინდა, კიდევ ერთხელ ცხადად აღვნიშნო, აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილი სამიტი უკრაინისთვის არის გადამწყვეტი მომენტი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ან იქნება ბიძგი სამომავლო განვითარებისთვის, ან დემონსტრირება ყველასთვის, რომ შეუძლებელია რეგიონში არსებულ ვითარებასთან გამკლავება და იმის შეთავაზება, რაც მიმზიდველი დარჩება მასში ჩვენთვის. სწორედ ეს მიზეზებია, რატომაც ეს სამიტი გამოწვევებით არის სავსე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – განაცხადა კულებამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ბათუმში „ასოცირებული ტრიოს“ სამიტის შესაძლო გამართვაზე.

„ჩვენ ნამდვილად ძალიან გვინდა, რომ „ასოცირებული ტრიო“ იყოს ჩართული, მაგრამ არ ვიჩქარებდი კონკრეტიკაზე საუბარს. არის იდეა, რომ სამიტი გაიმართოს ბათუმის კონფერენციის ფარგლებში, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული, ჩვენ პროცესში ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველანი დაინტერესებული ვართ, ჩვენი ფორმატი გაძლიერდეს და უფრო გავლენიანი გახდეს რეგიონში“, – განაცხადა კულებამ.