საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 635 პაციენტი

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,27%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 2,55%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 055 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 217 გამოჯანმრთელდა, 5 199 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 238 220 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 847.

კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 698 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 605 პირი.

ამასთან, 21 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა.