საზოგადოება
კობა სუბელიანი ზუგდიდში „რჩეულ“ დევნილებს შეხვდა

sube_devnilebi_zugdidსაქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:

„ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ზუგდიდში იშვიათად ჩამოდის, ამიტომაც მასთან შეხვედრას ზუგდიდში განთავსებული დევნილები სულმოუთქმელად ელოდნენ. კობა სუბელიანი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის დარბაზში დევნილებს კი შეხვდა, მაგრამ – მცირე, მისდამი მორჩილ ნაწილს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სადაც კრიტიკული გამოსვლები „აკრძალული“ იყო.

ერთ-ერთი გამომსვლელის კითხვაზე – სად ან როდის მიეცემათ ზუგდიდში განთავსებულ დევნილებს საცხოვრებელი ფართი, სუბელიანმა უპასუხა, რომ ორი წლის განმავლობაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, კონკრეტულად, სად და როდის დააკმაყოფილებენ დევნილებს საცხოვრებელი ფართით.

დევნილებმა, რომელთაც არ მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ კობა სუბელიანს და თავიანთი სათქმელი გაეზიარებინათ, კიდევ ერთხელ დიდი გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისათვის ისინი არ არსებობენ და მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ“.