აქტუალური
გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს.

გიორგი გახარიას, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრს, კახაბერ ქემოკლიძეს და გიორგი გახარიას პოლიტიკურ მრჩეველს ლევან დოლიძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრები ექნებათ სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.