პოლიტიკა
საქინფორმი: საქართველოს მთავარი არხი არის „მთავარი არხი“

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ცნობისთვის: სომხეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრის მოვალეობების დროებითი შემსრულებლის, ნიკოლ აშინიანის "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" გაიმარჯვა. როგორც სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, ორშაბათს, 21 ივნისს, დილით, მთელი 2008 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლის შემდეგ, "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" ხმების 53,92% მიიღო, ხოლო ექსპრეზიდენტი რობერტ ოჩარიანის ბლოკმა "სომხეთი" - 21.04%. ამომრჩეველთა 5,23% -მა ხმა მისცა სომხეთის ექსპრეზიდენტსერჟ სარგსიანის პარტიის გარშემო შექმნილ ბლოკს "მაქვს პატივი" და 3,96% -მა პარტია "აყვავებული სომხეთს", რომელსაც ერთ-ერთი უდიდესი სომეხი მეწარმე გაგიკ ცარუკიანი ხელმძღვანელობს. სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 49,4% შეადგინა. 25 პოლიტიკური ძალა იბრძოდა ახალი მთავრობის შექმნის უფლებისთვის. პარტიული ბლოკებისთვის გამსვლელი ბარიერი – 7% იყო, ხოლო პარტიებისთვის - 5%.

   საქართველოში სომხეთის არჩევნებით მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური წრეები დაინტერესდნენ, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობა საკუთარი მძიმე პრობლემებით არის დაკავებული, როგორიცაა გაჭირვება, უმუშევრობა, სოციალური დაუცველობა და კორონავირუსი. მოქალაქეებს სომხეთისთვის არ სცხელათ, მაგრამ მათთვის, ვინც კომენტარი გააკეთა მეზობელ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებზე, ფაშინიანის გამარჯვება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პოლიტიკის, საზოგადოებრივი აზრისა და საექსპერტო შეფასებების ჩამოყალიბების ცენტრს წარმოადგენს ტელეკომპანია მთავარარხის ეთერი, რომელიც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ტელევიზიად ითვლება. ამის მიუხედავად, გასულ კვირას ნამდვილად მთავარი არხის სტუმარი მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძე იყო, ხოლო გუშინ – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მდინარაძე. ტელეარხზე პოლიტოლოგებად გამოდიან ერთი და იგივე ოპოზიციური "სახეები", ძირითადად, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი მაღალჩინოსნები, მაგალითად, ქუთელია, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ – ში, თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის ყოფილი მოადგილე. ხოლო „ექსპერტებად“ შეთავსებით იქცნენ ტელეწამყვანები და გაურკვეველი სპეციალობის რამდენიმე მარგინალური ფიგურა, მაგალითად, ტელეწამყვანები კვესიტაძე, ადეიშვილი, გოქსაძე, ჟორჟოლიანი და "ექსპერტი" ხუხაშვილი.

   რამდენიმე ნამდვილ პოლიტოლოგსდა ანალიტიკოსს მედიასაშუალებებზე და, მით უმეტეს, ტელევიზიაზე წვდომა აკრძალული ქვს გასაგები მიზეზების გამო - მათი აზრი არ წყობს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. მაგალითად, სომხეთში ფაშინიანის გამარჯვების პროგნოზირება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ აშშ და ევროპა ხელს უწყობენ მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში და არ დაუშვებენ ყოფილი ლიდერების დაბრუნებასა და რევანშიზმს. და რომ სომეხმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთხმად აღიარეს ჩატარებული არჩევნები სამართლიანად და არავინ აპირებს 7-თვიანი ბოიკოტის გამოცხადებას ახალარჩეული პარლამენტისა და მთავრობისათვის, როგორც ეს საქართველოში მოხდა.

ქართველი პოლიტიკოსებს ხელს არ აძლევთ რუსეთის როლის აღიარებყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, და ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებისკენ თურქეთის მოწოდების აღიარება. განსაკუთრებით არახელსაყრელია მათთვის იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ ომში სომხეთის დამარცხება გამოიწვია ფაშინიანის ანტირუსულმა ამბიციებმა, რომელმაც გააცნობიერა თავისი დანაშაული და ამიერიდან მიღებული ფიგურაა როგორც აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, ასევე აშშ-სა და საფრანგეთისთვის, რომლებმაც შვებით მოიხსნეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ტვირთი... ანალოგიები საქართველოსთან, სააკაშვილის დაბრუნებასთან, რომელიც დამნაშავეა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვაში რუსეთის ფედერაციასთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო, რაღა თქმა უნდა, ხელს არ აძლევს სააკაშვილის პარტიის ზემოხსენებულ პროპაგანდისტულ ტელეარხს, რომელსაც ამის მიუხედავად, უნარი არ შესწევს დაჩრდილოს თითქოსდა პროსამთავრობო ქართული ტელეარხი "იმედი".

   არც მთავარ არხს“, არც ხელისუფლებასა და არც ოპოზიცია არ აწყობს იმ ფაქტის გაჟღერებია და გაანალიზება, რომ დღეს, ისევე როგორც სააკაშვილის დროს, საქართველოში შემოსავლის ძირითადი წყაროებია: 1 - სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი არამიზნობრივი და არაეკონომიური გამოყენება, 2 - დასავლეთის ქვეყნებისა და ორგანიზაციებიდახმარება და კრედიტები, რომელთა მომსახურება და დაბრუნებაა საჭირო, 3 - დასავლეთის ფონდებისა და ინსტიტუტებიგრანტები. უმუშევრობა იზრდება, მაგრამ არც ერთი ახალი სახელმწიფო ქარხანა ან წარმოება, არც ერთი სასოფლო-სამეურნეო კომპლექსი არ აშენებულა, ხოლო კერძო კაპიტალი დაინტერესებულია სწრაფად ანაზღაურებადი ბიზნესით - სასტუმროებითა და რესტორნებით, სადაც მოსახლეობის დასაქმება მინიმალურია.

მიმოქცევაში უკონტროლოდ შემოდის კრიმინალური ასობით მილიონი თურქეთსა და ირანიდან, რომლებიც საქართველოში "ირეცხება" ძლიერი კავშირების მქონე ადგილობრივი მაქინატორების სასარგებლო „ატკატებით“, ამიტომაც ინფლაციასა და დევალვაციას ვერ შეაჩერებს უბედური ეროვნული ბანკი, რომელიც სპონტანურად ყიდის ათეულობით მილიონს ბირჟაზე. საქართველოში ფულკვლავ "შოულობენ", კი არ გამოიმუშავებენ, და კიდევ - ღებენ კრედიტებს ბანკებში, რითაც საკუთარ თავს შიმშილით სიკვდილს უსჯიან ჯურღმულებში. კორუფცია და ნეპოტიზმი კვლავაც სუფევს და ივანიშვილმა, რომელიც 2011 წელს პოლიტიკაში მოვიდა, გულწრფელად აღიარა, რომ ამ მოვლენის აღმოფხვრა შეუძლებელია - მხოლოდ მისი მოცულობის შემცირება შეიძლება. საქართველოს კვლავაც მართავარა მმართველი პარტია, არამედ "საქმოსნები", რომლებსაც უწინ სპეკულიანტებსა და „ცეხავიკებს“ ეძახდნენ, ახლა კი ბიზნესმენებსა და ბანკირებს უწოდებენ.

მაგრამ განსაკუთრებით დამთრგუნველია საქართველოში ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით, რადგან კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევას დღევანდელი ტემპებით - წელიწადნახევარში აცრილი იქნა მოსახლეობის მხოლოდ 1%! - 300 წელი დასჭირდება, არადა, მსოფლიოში უკვე მიმდინარეობს განმეორებითი ვაქცინაცია, და ზოგგან – მესამეც კი! საქართველოში დაიწყო ინდური შტამის გავრცელება, რომელიც, სავარაუდოდ, ინდოეთიდან არაკონტროლირებადმა ემიგრანტებმაშე მოიტანეს, მაგრამ ვაქცინები და მედიკამენტები საქართველოში უწინდებურად არ არის, პანდემიასთან საბრძოლველად გამოყოფილი 5 მილიარდიანი საგარეო ვალი კი გაურკვეველი მიმართულებით აორთქლდა...