საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 911 პაციენტი გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 737 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 329, „პისიარ“ ტესტით – 9 408.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,78%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,66%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 881 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 344 748 გამოჯანმრთელდა, 5 160 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 233 488 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 583.

კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 762 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 589 პირი.

19 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 769 შემთხვევა გამოვლინდა, 460 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.