საზოგადოება
ივლისიდან მოქალაქეებს ახალი მოწმობების აღება მოუწევთ
piradobis_mowmoba3ივლისიდან ახალი ელექტრონული ID ბარათები ძველ პირადობის მოწმობებს ჩაანაცვლებს. პლასტიკური ბარათის ტიპის პირადობის მოწმობა, რომელშიც ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი განთავსდება, სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო სექტორს მოქალაქეებთან ურთიერთობას გაუმარტივებს, რადგან ეს ბარათი არ შეასრულებს მხოლოდ პირადობის მოწმობის ფუნქციას. მისი თქმით, ელექტრონულ ბარათებზე დატანილი იქნება ყველა პირადი ანგარიში და სამედიცინო დაზღვევის ბარათი, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის ანგარიშებიც. ელექტრონული პირადობის მოწმობა 30 ლარი ეღირება.