საზოგადოება
გიორგი გახარია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ და რეგიონილ უსაფრთხოებას უკავშირდება.

„ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის საკუთარი პოლიტიკური და პარტიის გეგმები გააცნო.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კახაბერ ქემოკლიძე დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ. ევროპარლამენტარებს შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.