სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას კენჭი უყარეს

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.

უზენაესს სასამართლოში დასანიშნ ცხრა კანდიდატს შორის არიან – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი.

კანონმდებლობის მიხედვით, სია წარედგინება პარლამენტს და სწორედ პარლამენტში გაიმართება ამ კანდიდატებთან გასაუბრებები.