უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შავი სია შეიქმნება
სავაჭრო ქსელები ერთიან საკადრო ბაზას შექმნიან, სადაც შავი სიაც იქნება. აქ თავს მოიყრის დამსაქმებლების მიერ ყოფილ კადრებზე უარყოფითი ინფორმაცია. შესაბამისად, შემდგომი დამსაქმებელისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, რამაც სამსახურის მაძიებელს შესაძლოა, ახალი სამსახურის ძიებისას პრობლემები შეუქმნას.
ეს ინიციატივა კომპანია „ნიკორას“ ეკუთვნის და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 12მაისს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ორმოცამდე მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. რა კრიტერიუმებით მოხდება ამა თუ იმ პიროვნების მონაცემები შავ სიაში, ჯერ დეტალურად არ არის განსაზღვრული, თუმცა ცნობილია ის, რომ ეს არ მოხდება მცირე პროფესიული ხარვეზებისა და დისციპლინური გადახვევების გამო.