აქტუალური
ქართული დელეგაცია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფისაგან შედგებოდა და მას პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში თამარ კოვზირიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა ხელმძღვანელობდნენ.
ამერიკული მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უილიამ კრაფტი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე რობერტა მაჰოუნი.