სამართალი
რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა კანადელი ჟურნალისტის ცხრა წლის ქალიშვილის კითხვას იმაზე, თუ რისთვისაა საჭირო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა და რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი.

„პასუხი მარტივია. საჭიროა ირგვლივ მიმოიხედო და თქვა: „ხედავ, როგორი მშვენიერია ეს სამყარო?! და ზრდასრული ადამიანები, ორი ქვეყნის, უმსხვილესი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ერთმანეთს ხვდებიან იმისათვის, რომ ეს სამყარო აქციონ უსაფრთხო, საიმედო, აყვავებულ სახლად ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის. ისინი ისაუბრებენ საშიშ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უნდა შეიზღუდოს, და შეიმუშავებენ მისი არგამოყენების საერთო წესებს. ისინი ისაუბრებენ გარემოს დაცვაზე, იმაზე, რომ მდინარეები და ზღვები იყოს სუფთა, რათა არ მოხდეს წყალდიდობები, გვალვები, რათა საკმარისი სურსათი იყოს პლანეტის ყველა ბინადარისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ისაუბრებენ ჯანდაცვის საკითხებზე, რათა როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ ნაკლებად იავადმყოფონ, შეძლონ სწავლა და მომავლის არ შეეშინდეთ“. ვისურვებდი, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო (მიმართა ჟურნალისტებს, - რედ.), გააშუქოთ სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

Sputnik-Georgia