საზოგადოება
ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ამერიკელ კონსერვატორ ბრაიან ბრაუნთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ 16 ივნისს საოჯახო კონგრესის პრეზიდენტ, ამერიკელ კონსერვატორ ბრაიან ბრაუნთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, ბრაიან ბრაუნს აქვს ფართო კავშირები და სამუშაო ურთიერთობა არა მარტო აშშ-ში, არამედ დასავლეთ ევროპის წამყვან კონსერვატიულ პარტიებთან და ლიდერებთან.

„ჩვენთან სტუმრად იმყოფება მსოფლიო საოჯახო კონგრესის პრეზიდენტი, ცნობილი ამერიკელი კონსერვატორი ბრაიან ბრაუნი, რომელიც გვეხმარება მუშაობაში. მას აქვს ფართო კავშირები და სამუშაო ურთიერთობები არა მარტო აშშ-ში, არამედ დასავლეთ ევროპის წამყვან კონსერვატიულ პარტიებთან და ლიდერებთან. მე ბატონ ბრაუნთან მაკავშირებს მრავალი წლის მეგობრობა და ვთხოვე, რომ დახმარება გაგვიწიოს მრჩეველის რანგში, რათა უკეთესად მოვახდინოთ ერის რესურსების მობილიზება ამ ფრონტზე. ხვალ მარიოტში 14:00 საათზე გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია ჩემსა და ბრაუნს შორის. ბრაიან ბრაუნი გაგაცნობთ თავის ხედვებს, შეხედულებებს, ინფორმაციებს, რამდენიმე მიმართულებით ის მოყვება, რას ნიშნავს მისი აზრით, ამერიკელი და ევროპელი კონსერვატორებისთვის ჩვენისთანა ორგანიზაციის შექმნა საქართველოში. ის მოგახსენებთ, რა ხდება კონსერვატიულ ფლანგზე აშშ-ში, ევროპაში და კითხვებს გასცემს პასუხს“, – განაცხდა ვასაძემ.