პოლიტიკა
დემოკრატიული თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი საქართველოში

bakradze_DAV19-20 მაისს საქართველო დემოკრატიული თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმს უმასპინძლებს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. შეხვედრას მრავალი მაღალი დონის სტუმარი დაესწრება. მათ შორის იქნებიან რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, დელეგაციები აშშ-ის კონგრესიდან და ევროპარლამენტიდან. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკსაც ელიან.

2000 წელს დაარსებულმა დემოკრატიული თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმმა წინა შეკრება 2010 წლის ზაფხულში კრაკოვში (პოლონეთი) გამართა, სადაც მიიღეს რეზოლუცია უკრაინის თაობაზე.