პუბლიკაციები
თურქეთის ელჩი ქართველებს დიდგორის ზეიმს უწუნებს: „ეს რა დღესასწაულია, რას ვზეიმობთ?! ერთად ვიზეიმოთ!“

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის ელჩმა, ქ-მა ფატმან ჯერენ იაზგანმა, ბულვარულ გაზეთს – “კვირის პალიტრას” ინტერვიუ მისცა და თავისი ქვეყნის პრეზიდენტის, ერდოღანის საგარეო პოლიტიკის ქების შემდეგ, დიდგორობის დღესასწაულზეც ისაუბრა. ელჩმა განმარტა, რომ დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ“.

თურქეთის ელჩი ქართველებს დიდგორის ზეიმს უწუნებს: "ეს რა დღესასწაულია, რას ვზეიმობთ?! ერთად ვიზეიმოთ!"

დღესასწაული არის დიდი მოვლენა ქვეყნის მთლიანობის აღსანიშნავად. დიდგორობა ერთიანი საქართველოს დაარსების დღესასწაულია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი. საბერძნეთის მაგალითი ავიღოთმან დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღნიშნა და მთელი დღესასწაული თურქეთთან მტრობის თემით წარმართა. დავით აღმაშენებლის გამარჯვების შედეგი რა იყო? – ქვეყნის გამთლიანება.

ომის მნიშვნელობა მისი შედეგია. დიდგორის ომის მნიშვნელობა ის იყო, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, თორემ ქართველებს მანამდეც და მერეც არაერთი ომი მოუგიათ. მტერიც ბევრი იყო, მაგრამ არცერთ იმ ომს არ ჩაუყრია საფუძველი ძლიერი ქვეყნისთვის. როცა დიდგორის ომს ვახსენებთ, ეს რა დღესასწაულია? რას ვზეიმობთ?

როდესაც ჩვენ ვამბობთ, მტერზე გავიმარჯვეთო, ამით მტრობას ვკვებავთ და სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. თუ მტერზე გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს განმტკიცება, მაშინ რატომ არ ვამახვილებთ ასეთ ყურადღებას სხვა ბევრ ომზე, რომლებიც საქართველოს მოუგია?

სოციალურ დონეზე ისტორიის გამოყენება იწვევს მეტ მღელვარებას და უფრო ემოციურ დამოკიდებულებას. 1000 წლის წინანდელი გამარჯვების აღნიშვნა და ისტორიის ცოდნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენ მნიშვნელობას მხოლოდ წარსულს მივანიჭებთ, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი დღით არ ვცხოვრობთ. გამარჯვება ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ისე, რომ არ დავაკნინოთ ჩვენი მაშინდელი მოწინააღმდეგე და არ მივცეთ საშუალება დესტრუქციულ ძალებს, ეს პროპაგანდისათვის გამოიყენონ. დღეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის ენა“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

ნიუსფრონტ-საქართველოსრედაქციისგან: დიდგორის გრანდიოზული ბრძოლის მოგება ქართველებისთვის ქვეყნის გამთლიანებას კი არა, ფიზიკურ გადარჩენას ნიშნავდა. საქართველო გადაურჩა ოდესღაც ქრისტიანული ალბანეთისდღევანდელი მუსლიმანური აზერბაიჯანის ბედს ანუ ქრისტეს რწმენის დაკარგვასა და ფიზიკურ გადაჯიშებას (სხვა სიტყვებით, საკუთარი იდენტობის გაქრობას).