საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია NBC -სთან ინტერვიუში ამერიკის პირობა გაიხსენა, რომლის თანახმადაც ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.
„ნატო თავისებურად თავდაცვას თამაშობს“, - ასე უპასუხა ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვას პუტინმა, რომელიც შეეხებოდა იმ მანევრებს, რომელსაც ალიანსი ატარებს.
„ საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ კიდევ გორბაჩოვს, რომელიც მადლობა ღმერთს, ცოცხალი და ჯანმრთელია და მას ჰკითხეთ - ზეპირი განცხადებით, მაგრამ მაინც მისცეს დაპირება, რომ აღმოსავლეთით ნატო არ გაფართოვდებოდა. აბა, სად არის ეს დაპირებები?“, - განაცხადა პუტინმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: სად წერია და რით არის გამყარებული ეს დაპირება? პუტინმა უპასუხა: „ყოჩაღ თქვენ! მართალია. მოგვატყუეს. ყველაფერი უნდა გაამყარო ქაღალდზე“.
interpressnews.ge