აქტუალური
„მერკური 2011“

merkuriდღეს ეროვნული ბიზნესდაჯილდოება „მერკური 2011“ გაიმართება. კონკურსში 45 ქართული კომპანია მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად 250-ზე მეტ კომპანიას შორის შეარჩია. თუ რომელი კომპანიები მოხვდებიან 15 საუკეთესოს შორის, ეს დღის ბოლოს გაირკვევა.

საკონკურსო 15 ადგილი ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით გადაანაწილეს. მათ შორისაა: წლის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, წლის მწვანე ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის მცირე ბიზნესი, წლის ბიზნესი, წლის მეწარმე და სხვა. რაც შეეხება შესარჩევ კრიტერიუმებს, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, 45 კონკურსანტს შორის როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიები მოხვდნენ. ამავე დაჯილდოებაზე გაირკვევა, რომელი კომპანიაა წლის აღმოჩენა, ან ვინ დაასაქმა ყველაზე მეტი ადამიანი.