საზოგადოება
სომხეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 167 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ოთხით გაიზარდა.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს.

10 ივნისის მონაცემებით ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3 033-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 223 460 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 214 857 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 478 პაციენტი კი გარდაიცვალა.