სამართალი
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და ამისთვის კონკრეტული ინსტრუმენტები გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნას ფასი არ აქვს.

„მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში ყოფნას არ აქვს არავითარი ფასი. აქედან გამომდინარე, მათ უნდა მოაწერონ ხელი ამ დოკუმენტს. დარწუნებული ვარ, მოუწევთ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამისთვის კონკრეტული ინტრუმენტები გვაქვს.

გუშინ სხდომის დასრულების გადაწყეტილება იყო ძალიან სწორი, რამაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა „ნაცმოძრაობა“ და გახსოვთ გუშინ მათი გამწარებული კომენტარები ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩვეულებრივად გაგრძელდება სხდომა“, – განაცხადა კობახიძემ.