საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი.აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელი კოლეგა ვლადიმერ ზელენსკი ივლისში თეთრ სახლში მიიწვია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენმა ვიზიტის საკითხი ვლადიმერ ზელენსკისთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.
„მან აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის უმასპინძლოს მას აქ, ვაშინგტონში თეთრ სახლში ევროპიდან დაბრუნების შემდეგ,“- აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ინფორმაცია თეთრ სახლში მიწვევის შესახებ ზელენსკიმაც დაადასტურა.
„დიდი მადლობა პრეზიდენტო ჯო ბაიდენ სატელეფონო საუბრის დროს ივლისში ჩემი თეთრ სახლში მიწვევისთვის. მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების გზების განსახილველად,“- წერს ზელენსკი „ტვიტერში“.
interpressnews.ge