ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
როგორც ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განმარტა, დღევანდელი შეხვედრა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის ჯგუფის ფორმატში ტარდება და მასში მხარეები დარგობრივი მინისტრების მოადგილეების დონეზე იქნებიან წარმოდგენილნი.
„ქარტიის ფარგლებში ეს რიგით მეოთხე შეხვედრა იქნება. იმედი გვაქვს, შეხვედრის მონაწილეების მხრიდან პროექტების ადეკვატური განხილვა მოხდება, რომელიც წინა სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა“, – განაცხადა კალანდაძემ.