პოლიტიკა
საქართველოს დღეს, 10 მაისს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე დონალდ სტეინბერგი ეწვევა.
როგორც საქინფორმის კორესპონდენტს აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, სტეინბერგი საქართველოში USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნობა.„სტეინბერგი USAID-ის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნობა და იმ ადგილებს ეწვევა, სადაც უკვე მოქმედებს ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტ“, – აცხადებენ ამერიკელი დიპლომატები.
დონალდ სტეინბერგი USAID-ის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა.