სამართალი
საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელ სენატორებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამრეკ შჩიგელი შეხვდა, რომელთან ერთადაც ისინი სოფელ ზემო ნიქოზისკენ გაემართნენ.