რელიგია
საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.
კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრები დალოცა და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.