საზოგადოება
ქართული პარტიის საპროტესტო აქციები კახეთში

handsქართულმა პარტიამ 9 მაისს კახეთის რეგიონის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციების სერია გამართა.

გასულ კვირას ქართულმა პარტიამ განაცხადა, რომ სხვადასხვა საკითხზე „თემატურ“ საპროტესტო აქციებს კახეთის რეგიონიდან დაიწყებს „სააკაშვილის რეჟიმის უსწრაფესად შესაცვლელად“.

პარტია აპირებს ამგვარი აქციების ჩატარებას ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, რაც, საბოლოო ჯამში, თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციებით დასრულდება, რომლის თარიღიც არ დაკონკრეტებულა.

კახეთში მანქანებისა და მიკროავტობუსებისგან შემდგარი კოლონა „ქართული პარტიის“ ლიდერებისა და აქტივისტების მონაწილეობით ჩავიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში, გურჯაანში, თელავსა და ყვარელში.