საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა თავისუფლებაღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის პრეს–ცენტრის ცნობით, რვა პატიმარი ქალიდან ოთხი მსჯავრდებული გათავისუფლდა, ხოლო ოთხს დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.
შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა მანამდე 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გამოსცა.
პრეზიდენტი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს შეწყალებას ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ; შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.